20 ნოემბერი 2024,   07:36
ვრცლად
აშშ მოუწოდებს სირიას, რუსეთს, ნიკარაგუას, ვენესუელას და ნაურუს, გააუქმონ ამ ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარება - ელიზაბეთ რუდი

„აშშ ამ ორი რეგიონის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად ცნობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს,“ - ასე აფასებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე, ელიზაბეთ რუდი, სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას.

ელიზაბეთ რუდი სახელმწიფოებს, რომლებმაც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, მოუწოდებს, რომ აღიარების გადაწყვეტილება გააუქმონ.

ელიზაბეთ რუდი ასევე აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან ამ გადაწყვეტილებას რეაგირება მოყვება.

„აშშ მოუწოდებს სირიას, რუსეთს, ნიკარაგუას, ვენესუელას და ნაურუს, გააუქმონ ამ ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარება. მინდა, აღვნიშნო, რომ აშშ-ის მხრიდან აუცილებლად მოჰყვება შედეგი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მსგავს გადაწყვტილებას მიიღებენ,“ - აცხადებს ელიზაბეთ რუდი. 

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სირიამ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

დღის ამბები