20 ნოემბერი 2024,   07:22
ვრცლად
აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს რეჟიმი, რომელიც საკუთარ მოსახლეობას ქიმიური იარაღით წამლავს - დავით რაქვიაშვილი

დე ფაქტო აფხაზეთის და დე ფაქტო  სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით სირიის გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება.

პრეზიდენტის მრჩეველი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი, თენგიზ ფხალაძე, ამბობს, რომ ასადის რეჟიმი მოქმედებს რუსეთის კარნახით. მისი თქმით, სირიის მიერ ოკუპირებული რეგიონების აღიარებას არანაირი საერთაშორისო შედეგი არ ექნება.

„ამ შემთხვევაში საქართველოს უპირისპირდება არა სირიის სახელმწიფოს დიპლომატია, არამედ რუსული დიპლომატია. და სრულიად გასაგებია, საიდან მოდის ეს ე.წ. აღიარების თემა. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი აქ არის ხაზგასასმელი, რომ თავისთავად ცხადია, რომ  ასეთი ტიპის აღიარებას არანაირი საერთაშორისო შედეგი  არ ექნება. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია ჩვენი  კოორდინირებული მუშაობა არაბული ლიგის ქვეყნებთან და ზოგადად ამ რეგიონის ქვეყნებთან,“ - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

სირიის გადაწყვეტილებას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, დავით რაქვიაშვილიც, აფასებს. ის მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ასადის რეჟიმის ამ აღიარებას ცხინვალში და სოხუმში სიხარულით შეხვდნენ.

„რუსეთის ფედერაცია უკვე მეოთხედ აღიარებს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობას. ამჯერად ამ პოლიტიკური აქტის გამტარი გვევლინება კრიმინალური რეჟიმი, რომელიც საკუთარ მოსახლეობას, საკუთარ ბავშვებს ქიმიური იარაღით წამლავს. აქ ტრაგიკული არის ის, რომ სოხუმში და ცხინვალში ამ სიახლეს  შეხვდნენ სიხარულით,“ -განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

დღის ამბები