20 ნოემბერი 2024,   07:26
ვრცლად
სირიის რეჟიმის გადაწყვეტილება არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას - ევროკავშირი

ევროკავშირი სირიის მიერ  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას ეხმაურება და საერთაშორისოდ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებს.

"სირიის რეჟიმის გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონებთან აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და გაეროს ქარტიის მიერ განსაზღვრულ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს. ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამის რეზოლუციებს," - ნათქვამია განცხადებაში.

"ევროკავშირი სრულად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ კონფლიქტის მოგვარების ძალისხმევის მომხრეები ვრჩებით," - წერია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები