20 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
ასადის რეჟიმის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, ოფიციალურმა უკრაინამ, ლატვიამ და ლიეტუვამ დაგმო

სირიის არაბთა რესპუბლიკის გადაწყვეტილებას, აღიაროს და დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, მკაცრად გმობს უკრაინა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სირიის ხელისუფლების ამგვარი გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების კიდევ ერთი დარღვევაა და აშკარად ცხადყოფს, რომ ასადის რეჟიმის სურვილია კრემლის მოწონება დაიმსახუროს.

ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებას გმობს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. კრემლის მიერ კონტროლირებადი ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ცინიკური დარღვევა დაგმო ლიეტუვამაც.

ამავე თემაზე
დღის ამბები