შეიქმნება თუ რეზონანსული მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო-საგამოძიებო კომისია სწორედ დღევანდელ განაჩენზეა დამოკიდებული. უმრავლესობა სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება და ამის შემდეგ იმსჯელებს კომისიის შექმნის მიზანშეწონილობაზე. ინიციატივა ევროპულ საქართველოს ეკუთვნის, სადაც მკვლელობის ირგვლივ არსებული პასუხგაუცემელი კითხვების არსებობის შესახებ საუბრობენ. ოპოზიცია ბურუსით მოცულ საქმეში ხელისუფლების ინტერესს ხედავს. დეპუტატები დარწმუნებულები არიან, რომ პროკურატურა ხელს მკვლელობის მონაწილეებს ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის დავალებით აფარებს.
"თუ ხელისუფლებას სურს რომ კითხვები არ დარჩეს, უნდა შექმნას კომისია. თუ კომისია არ შეიქმნება ეს მიუთითებს მარტივ რამეზე, რომ ხელისუფლება მზად არის ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე ხელი დააფაროს ვიღაცას, ვინც მისთვის რაღაცის გამო შეიძლება მნიშვნელოვანია,"-აცხადებს ირაკლი კიკნაველიძე.
უმრავლეოსობაში კი აცხადებენ, რომ პასუხისმგებლობას აღნიშნულ საქმეზე ვერავინ ვერ გაექცევა.
"საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე გამოვრიცხავ იმას როკ რაიმე ფაქტი დაიმალოს ან არასრულად მიეწოდოს ან საზოგადოებას ან მხარეებს. გამოვრიცხავ რომ რომელიმე პირი პასუხიმგებლობას გაექცეს ამ საქმეში,"-აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.