სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეგრედ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარებისა გადაწყვეტილებას საერთაშორისო კანონმდებოლობის, გაეროს ქარტიისა და რეზოლიციების უხეშ დარღვევას უწოდებს თურქეთი.
"ჩვენი ქვეყანა, როგორც ეს არაერთხელ ხაზგასმით გვითქვამს, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას," - წერია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.