20 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
უკანონო მიგრაციაში ხელშეწყობა, შესაძლოა, დასჯადი გახდეს

პირს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონო მიგრაციას შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს.

სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განიხილება და მასში ჩამოთვლილია ის ქმედებები, რაც დასჯადი ხდება. ასევე განსაზღვრულია სანქციებიც.

„უვიზო მიმოსვლის პროცესში რომ არ შეიქმნას რაიმე საფრთხე და დაცული იყოს ეს სიკეთე, ამ სიკეთის შენარჩუნებისთვის არის შემოთავაზებული ცვლილება, რომელიც იცავს მოქალაქეებს რომ ისინი არ აღმოჩნდნენ რაიმე უკანონო მოქმედების მსხვერპლნი“-აცხადებს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

დღის ამბები