03 ოქტომბერი 2024,   08:32
ვრცლად
ქუთაისში კომპანია „ფრეშ ჯორჯიამ” 360 ადამიანი წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაითხოვა

ქუთაისში 360 ადამიანი ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს. კომპანია „ფრეშ ჯორჯიამ” თანამშრომლების უმეტესობა, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, დროებით დაითხოვა.

კომპანიამ ისინი ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვა.

ამ თემასთან დაკავშირებით განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა გააკეთეს.

უმცირესობის წევრი გიორგი თევდორაძე ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ეკონომიკის მინისტრს, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს, კონკრეტულად დაინტერესდნენ ამ პრობლემით.

„მდგომარეობა არის საგანგაშო. მე სტატისტიკური მონაცემებით ვიტყვი, რომ 2012 წლის სექტემბრის თვისთვის იქ იყო დასაქმებული ათას 700 ადამიანი. დღეს იქ მუშაობს მხოლოდ 35-მდე,” - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი თევდორაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები