საპარლამენტო უმრავლესობა ახალი მთავარი პროკურორის კანდიდატურის განხილვას. მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, კანდიდატის შერჩევა გამჭვირვალედ უნდა მოხდეს და მას საზოგადოების მაღალი ნდობა უნდა ჰქონდეს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ახალი მთავარი პროკურორის კანდიდატურამ კითხვის ნიშნები არ უნდა გააჩინოს.
„რასაკვირველია, კანდიდატურამ არ უნდა გააჩინოს კითხვის ნიშნები, ეს სერიოზული მოთხოვნაა ნდობის ფაქტორი არის საგანგებო მოთხოვნა, შეიძლება იქნეს დასახელებული, როგორც მოთხოვნა ნომერი ერთი და პროფესიონალიზმზე, იურისტობაზე ამაზე აღარ ვიმსჯელებთ ალბათ და სამომავლოდ არა მარტო ეს საკითხები, სხვა საკითხებსაც უნდა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
გიორგი ვოლსკის თქმით, მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში გარკვეულწილად უნდა მოხდეს ზაზა სარალიძის ჩართულობა, თუმცა, რა ფორმატით მოხდება ეს, ჯერჯერობით, გიორგი ვოლსკი, არ აზუსტებს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ახალი მთავარი პროკურორის შერჩევაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ პრემიერმა იუსტიციის მინისტრს უკვე დაავალა შერჩევის პროცესის დაწყება.
„ეს არის პროცედურა, რომელიც კანონით არის დადგენილი და პრემიერ-მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ მას აქვს დავალება მიცემული იუსტიციის მინისტრისთვის, რომ შერჩევის პროცესი, რომელიც პარლამენტამდე ხდება და გულისხმობს, კანდიდატების შერჩევას მაქსიმალური ჩართულობით და მაქსიმალური დიალოგით და კონსულტაციების გზით, გამჭვირვალედ და იმ პრინციპებზე დაყრდნობით მოხდეს, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, დემოკრატიულ პრინციპს და კანონს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.