20 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
შეწყდეს ძალადობა, არასდროს ვიყოთ რუსეთის უკანა ეზო, - პარლამენტის შენობასთან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან

პარლამენტის შენობასთან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან. ისინი კონსულტაციებს გამართავენ, რის შემდეგაც სამოქმედო გეგმას გამოაცხაებენ.

აქციების ორგანიზატორის, ზვიად კუპრავას თქმით, კონსულტაციებში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძეც ჩაერთვება.

პარლამენტის შენობასთან უკვე იმყოფება "ევროპული საქართველოს" წევრი, სერგო რატიანი, რომელმაც „კურიერის“ პირდაპირ ეთერში ოპოზიციასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ჩვენ პირველივე წუთებიდან გვერდზე ვედექით ზაზა სარალიძეს, ნებისმიერ აქციაზე ვიდგებით, სადაც გაპროტესტებული იქნება ხელისუფლება. დეტალებზე კონსულტაციების შემდეგ ვისაუბრებთ, ჩვენ ვუერთდებით იმ მოთხოვნებს, რაც აქციებზე იყო, მაგრამ ჩვენც გვაქვს მოთხოვნები, რომ ყველა ბერკეტი იყოს გამოყენებული, რომ არ იყოს არცერთი წერტილი დატოვებული, სადაც  ზეწოლა არ იქნება ხელისუფლება. ტოტალური ზეწოლა უნდა იყოს ყველგან და ყველაფერში,“- აღნიშნა სერგო რატიანმა.

პარლამენტის შენობის წინ მივიდა „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე, შოთა მალაშხია.

„დღეს ამ პერიოდში ყველაფერი გადავწყვიტოთ, რომ შეწყდეს ძალადობა, არასდროს ვიყოთ რუსეთის უკანა ეზო, რაც გაგვიმზადა ივანიშვილმა. საქართველო არ უნდა იყოს, როგორც სახელმწიფო კვდომის რეჟიმში,“- განაცხადა მალაშხიამ.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტიები სამოქმედო გეგმას დღეს 18:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ გამოცხადებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები