09 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
უკრაინის აღმოსავლეთში დღემ მსხვერპლის გარეშე ჩაიარა

კვირის განმავლობაში პირველად უკრაინის აღმოსავლეთში დღემ მსხვერპლის გარეშე ჩაიარა. სეპარატისტების თქმით, მათ ფრონტის ხაზიდან მძიმე შეიარაღების გატანა და მინსკის შეთანხმების შესრულება დაიწყეს.

უკრაინაში ისევ აქტუალურია საერთაშორისო სამშვიდობო მისიის მოწვევის საკითხი. თუმცა გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის განმარტებით, ეს 6 თვეზე ადრე არ მოხდება.

მოვლენებს ისევ აკვირდება ამერიკის შეერთებული შტატები. ჯონ კერის განცხადებით, თუ მინსკის შეთანხმების რეალური განხორციელება არ დაიწყება, მაშინ რუსეთი ახალ სანქციებს მიიღებს.

დღის ამბები