20 ნოემბერი 2024,   05:21
ვრცლად
"არ მესმის, როგორ აქვს ან მორალური ან პოლიტიკური უფლება ამ ადამიანს, რომ გააგრძელოს მართვა" - კაპანაძე პრემიერზე საუბრობს

საპარლამენტო უმცირესობის წევრები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც გიორგი კვირიკაშვილი მზად არის შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების ოჯახის წევრებს, თუმცა პოლიტიკოსების გარეშე. 

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო საქართველოს პრემიერს თანამდებობაზე ყოფნის მორალური და პოლიტიკური უფლება აღარ აქვს.

„ამ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შედეგად უბრალოდ არ მესმის, როგორ აქვს ან მორალური, ან პოლიტიკური უფლება ამ ადამიანს, რომ გააგრძელოს მართვა. აქედან გამომდინარე, ამით იხსნება ყველა მისი პასუხი, ყველა მისი საქციელი და ყველა მისი ნაბიჯი, მათ შორის "ქართული ოცნების" ნაბიჯი, ამ აქციასთან და ზაზა სარალიძესთან მიმართებაში“ -აცხადებს სერგი კაპანაძე.

აქცია სახელწოდებით "ნუ მომკლავ" დღეს 14:00 საათზე უკვე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაიმართება.

პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც მეორე დღეა უკვე აქციის ორგანიზება საკუთარ თავზე აიღეს, საქართველოს პრემიერ მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. მათ სურთ გიორგი კვირიკაშვილს უშუალოდ გააცნონ მისი გადადგომის შესახებ დაყენებული ულტიმატუმი.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით კი, ის მზადაა შეხვდეს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების გარეშე.

დღის ამბები