09 ოქტომბერი 2024,   12:32
ვრცლად
თავდასხმა თურქეთის დიპლომატიურ მისიაზე ავღანეთში

თავდასხმა მოხდა თურქეთის დიპლომატიურ მისიაზე ავღანეთში.

ქაბულში დანაღმული მანქანა, რომელსაც თვითმკვლელი ტერორისტი მართავდა, თურქეთის საელჩოს კუთვნილ ავტომობილს შეეჯახა.

აფეთქების შედეგად დაიღუპა ტერორისტიც და მანქანის მძღოლიც. დაშავდა ერთი ადამიანი.

ტერაქტი დიპლომატიურ კვარტალში მოხდა, იქ, სადაც თურქეთის საელჩოსთან ერთად გერმანიისა და ირანის დიპლომატიური წარმომადგენლობები მდებარეობს.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს.

დღის ამბები