20 ნოემბერი 2024,   05:23
ვრცლად
საქართველოს დემოკრატიული განვითარების ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც უმცირესობის მიერ მართული საგამოძიებო კომისია იქმნება - ფრუიძე

„ეს არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც პარლამენტში უმცირესობის მიერ მართული საგამოძიებო კომისია იქმნება,“ - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, ირინა ფრუიძე ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.

ირინა ფრუიძე სისხლიანი გარჩევის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ საპარლამენტო უმცირესობის მიერ კომისიის ხელმძღვანელობა უპრეცენდენტო ნაბიჯია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ კითხვას, რომელიც საზოგადოებაში გაჩნდა, გაეცეს ამომწურავი პასუხი და სწორედ ამიტომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი და უპრეცენდენტო ნაბიჯი, რომელიც პარლამენტმა გადადგა, პირველად ისტორიაში, შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომელშიც უმრავლესობის სახით წარმოდგენილი იქნება ოპოზიცია და ასევე, რომელსაც უხელმძღვანელებს ოპოზიცია, კერძოდ, უმცირესობის წარმომადგენელი,“ - განაცხადა ირინა ფრუიძემ.

პარლამენტში დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დღეიდან დაიწყო, დღეს საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა გახდა ცნობილი, რომელსაც „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.

დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიცია უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი. კომისია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობების გამოიძიებს, „ევროპული საქართველოს“ ინიციატივით შეიქმნა.

ამავე თემაზე
დღის ამბები