გადადგეს თეა წულუკიანი, მიჰყვეს მას სოზარ სუბარი და მთავრობის მთელი შემადგენლობა - დღეს თბილისის სხვადსხვა მეტროსადგურებთან ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
ოპოზიცია ხელმოწერებს თეა წულუკიანისა ლევან მურუსიძის გადადგომის მოთხოვნით აგროვებს. მათ მოთხოვნებს შორისაა ასევე იუსტიციისა და საპროკურორო საბჭოების დათხოვნაც.
“ამ ხალხმა შეიყვანა საქართველო იმ კრიზისში, როდესაც შესაძლებელი გახდა მე-10 კლასელი ბავშვების მკვლელობის გაყალბება. ეს არ არის ერთი პროკურორის ან თუნდა მხოლოდ შოთაძის პასუხისმგებლობის საკითხი.
"ამ მანკიერი სისტემის სათავეში დგას წულუკიანი ის ატარებდა იმ კურსს, რომელმაც აქამდე მიგვიყვანა. ამიტომ უნდა გადადგეს წულუკიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სადაც ეს მურუსიძეების ბანდაა თავმოყრილი და საპროკურორო საბჭო,“ - აცხადებს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა.
ხელმოწერების შეგროვება ხვალიდან რეგიონებშიც დაიწყება. 16:00 საათზე კი კიდევ ერთი აქცია-პერფომანსი კანცელარიის შენობის წინ გაიმართება.