თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე, მოკლული მოზარდების მშობლებსა და მათ ადვოკატებს შეხვდება.
სერგი კაპანაძე სარალიძის და დადუნაშვილის ოჯახის წევრებს ცალ-ცალკე გაესაუბრება.
ადვოკატების ინფორმაციით, არ არის გამორიცხული ამ შეხვედრაზე დღემდე უცნობი ფაქტები გასაჯაროვდეს.
მოკლული მოზარდების ოჯახები პარლამენტის საგამოძიებო კომისიას ნდობას უცხადებენ - გამონაკლისი კომისიის ერთ-ერთი წევრი ეკა ბესელიაა, მას ზაზა სარალიძე არ ენდობა.
„თუ რამე დეტალი ვიცი ამ საქმესთან დაკავშირებით, ყველაფერს მივაწვდი. ოფიციალურ დეტალსაც მივაწვდი და არაოფიციალურ დეტალსაც მივაწვდი. პარლამენტის კომისიამ უნდა გამოააშკარაოს ის გამომძიებლები, ის ექსპერტები, ზუსტად პროკურორები ვინც ცდილობდა ამ საქმის შეკერვას და ის პირები ვინც იყვნენ დაინტერესებულნი ამ საქმის შეთითხვნით და შეკერვით.
ქალბატონ ეკა ბესელიას იმ კომისიაში რა უნდა ვერ ვხდები. ადამიანმა, რომელმაც პირდაპირ დამადანაშაულა, რომ მე თითქოს პოლიტიკოსებს მივეცი უფლება ჩემი შვილის სულის მანიპულირების, იმას როგორ უნდა ვენდო. რა უნდა იმას იმ კომისიაში,“-აცხადებს ზაზა სარალიძე.