20 ნოემბერი 2024,   05:45
ვრცლად
მოუმზადებლად დაკითხვის წარმოება არის შეუძლებელი - საგამოძიებო კომისია შესაბამისი უწყებებიდან მოზარდების მკვლელობის საქმის მასალებს ელოდება

პარლამენტში ხორავას საქმის გამოძიების მიზნით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველივე სხდომა დასრულდა. სხდომა დაპირისპირების ფონზე წარიმართა. „პატრიოტთა ალიანსმა“ კომისიაში „ევროპული საქართველოს“ მონაწილეობა გააპროტესტა და კომისიის დატოვება დააანონსა.

სხდომის დასრულების შემდეგ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განცხადება გააკეთა. სერგი კაპანაძის თქმით, ადა მარშანიას პროტესტი კომისიის მუშაობას ვერ დააზიანებს. 

პირველი სხდომის დასრულების შემდეგ კაპანაძემ კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით ისაუბრა. კაპანაძის თქმით, ამ ეტაპზე კომისიის წევრები შესაბამისი უწყებებიდან, სასამართლოდან და შსს-დან, ხორავას ქუჩის საქმის მასალების მიღებას ელოდებიან.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, საქმის მასალების მიღების შემდეგ გაირკვევა, ვის დაიბარებენ დროებითი კომისიის სხდომის ფარგლებში გამოკითხვაზე.

„დამოკიდებულია მასალები როდის შემოვა და ამის მიხედვით შედგება უკვე გეგმა ანუ მასალების შემოსვლის გარეშე მოუმზადებლად დაკითხვის წარმოება არის შეუძლებელი. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ კვირას იქნება,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 

დღის ამბები