საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის შოთა შალელაშვილის ბრალდებებს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა უპასუხა.
"ქართული ოცნების" დეპუტატი მესამე პრეზიდენტს რასისტული და ანტისემიტური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, შალელაშვილის ბრალდებები უსაფუძვლოა.
სააკაშვილის მტკიცებით, შოთა შალელაშვილი საქართველოში კრიპტო ვალუტის ბიზნესს ამერიკაში მისი შვილის მიერ არალეგალურად მოპოვებული თანხებით აწარმოებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ივანიშვილმა შოთა შალელაშვილს ქართული პასპორტი დაუმსახურებლად მისცა.
„რაც შეეხება სრულიად ბრიყვულ ბრალდებას ანტისემიტიზმში სასაცილოც აღარ არის. მინდა ვთქვა, რომ ჩემი რძალი არის ებრაელი და ძალიან მიყვარს, მყავს უამრავი ებრაელი მეგობარი, რომლებიც მიყვარს და პატივს ვცემ და ებრაელობა აქ არაფერ შუაში არის. ეს კაცი არ არის საქართველოსთან დაკავშირებული, ის იყო რუსეთში, ქართულად ორ სიტყვას ძლივს აბამს, წერა-კითხვა საერთოდ არ იცის რამდენადაც მესმის.
სრულიად დაუმსახურებლად ჩაახუტა ივანიშვილმა ქართული პასპორტი და კაცმა არ იცის რა დამსახურებისთვის აღმოჩნდა საქართველოს პარლამენტში
ყველაფერი არის მარტივი, საქართველოს დაეპატრონა ათასგვარი რჯულის ავანტიურისტები და აფერისტები ისინი ძარცვავენ საქართველოს. ეს კაცი შალელაშვილი თითქმის უფასოდ იღებს დენს საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე იმის გამო რომ ჩვენი მოქალაქეები ბევრად მეტს იხდიან დენში,.
აწარმოებს ბიტკოინებს და ასევე ამაში გამოყენებულია ის ფული,რომელიც მისმა შვილმა მოიპარა ამერიკიდან და აქ არის საუბარი მილიარდობით დოლარზე ეს სასამართლოს წესით არის დადასტურებული.
საქართველო გადაიქცა დიდ ფულის სარეცხავ საამქროდ, ივანიშვილმა ჩამოიყვანა ეს მართლა თაღლითი და ჩაუყენა ამ ყველაფერს სათავეში და ერთად რეცხავენ ფულს.
ეს ხდება ქართველი ხალხის ხარჯზე მე არ ვაძარცვინებ ათასგვარ საქართველოში შემოსულ ძალიან არასუფთა ელემენტებს ქართველ ერს და მე დავიცავ ქართველებს ასეთი უწმინდურებისგან და ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია.
ეს ბოროტება, რომ უპატრონო ტაძარს მართლა ეშმაკები დაეპატრონენ და საქართველოს დაეპატრონენ ავანტიურისტები და კაცმა არ იცის საიდან ჩამოყვანილი ადამიანები და ელემენტები ეს სიტუაცია დასრულდება, დასრულდება ძალიან მალე ივანიშვილის მმართველობასთან ერთად.
მათ მოუხდებათ მთელი ამ ფულის დაბრუნება ქართველი ხალხისთვის, ეს ფული როგორც დანაშაულებრივი ფული უნდა იყოს ჩამორთმეული. როგორც ამერიკელებმა ჩამოართვეს მის შვილს ეს ფული, ჩვენ რითი ვართ ამერიკელებზე ნაკლები? ჩვენც ჩამოვართმევთ ამ ფულს. ეს ფული დაუბრუნდება ქართველ ხალხს, რომელსაც კანონიერად ეკუთვნით იმ გადასახადების ხარჯზე, რომელსაც აძლევენ დენის სახით, იმ გაუცემელი ხელფასების პენსიების და იმ შემოსავლების დაკლებით, რითაც დღეს რეალურად ზარალდება ქართველი ხალხი“-აცხადებს სააკაშვილი.