20 ნოემბერი 2024,   05:11
ვრცლად
პრეზიდენტი თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნას მხარს უჭერს

საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის მინისტრის გადადგომის მოთხოვნას ლოგიკურად მიიჩნევს და ამბობს, რომ ამ მოთხოვნით არასამთავრობო სექტორმა "მორალური თამასა ასწია". 

ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში განაცხადა.  

„ჩემი პასუხი არის თანხმობა იმ საზოგადოიებაში არსებულ პათოსთნ რომელსაც გააჩნია თავისი აბსოლუტურად ლოგიკური არგუმენტაცია,“ - განაცხადა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ 
არასამთავრობო სექტორის პრეტენზია, რომელიც მათ თეა წულუკიანთან მიმართებაში გააჩნიათ, არის მათი მხრიდან აწეული „ძალიან კარგი მორალური თამასა“.

„იუსტიციის მინისტრთან დაკავშირებით ძალიან ნათლად დააფიქსირეს პოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომ, თუ ახალი პროკურორის შერჩევას სჭირდება საზოგადოების ლეგიტიმაცია, ისინი წარმოადგენენ ამ მიმართულებით კომპეტენციიდან გამომდინარე ლეგიტიმაციის რაღაც ნაწილს. ჯერ ეს ერთი, ძლიან გამიხარდა, რომ რაღაც პირობა დააყენეს, რადგან აქამდე ვუყურებდი არსამთავრობო ორგანიზაციებს, სადაც დაუძახებდნენ, მაგალითისთვს არაერთხელ მითქვამს, საკონსტიტუციო კომისიაში ყოველგვარი პირობის გარეშე შევიდნენ. ძალიან კარგია, რომ ეს მორალური თამას ასწიეს. თქვეს, რომ ჩვენ იმ ადამიანთან, რომელსაც ამდენი შეცდომა აქვს დაშვებული, არ დავსხდებით. ხელისუფლებასთან მორალური კრიტერიუმით, მორალური თამასით საუბარი არის სწორი,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

დღის ამბები