21 დეკემბერი 2024,   18:52
ვრცლად
დიღმის მთავარ სამმართველოში ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულების, მერაბ მორჩაძის და მირზა სუბელიანის ადვოკატები იმყოფებიან

მერაბ მორჩაძეს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ - დიღმის მთავარ სამმართველოში ხორავას ქუჩის საქმის ხელახალი გამოძიების ფარგლებში დაკავებული მერაბ მორჩაძის ადვოკატები იმყოფებიან. მერაბ მორჩაძისთვის ბრალის წარდგენის ვადა დღეს იწურება.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ხელახალი გამოძიების ფარგლებში დაკავებულ, მერაბ მორჩაძეს მოწმეზე ზემოქმედებაში ადანაშაულებენ.

საქმის მასალების მიხედვით, მორჩაძე მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის სასარგებლოდ ჩვენების შეცვლას მიხეილ კალანდიას აიძულებდა.

მორჩაძის ადვოკატებმა სამმართველოში შესვლამდე განაცხადეს, რომ დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მერაბ მორჩაძის ადვოკატები ადასტურებენ, რომ ის კალანდიების ოჯახის ახლობელია.

დიღმის სამმართველოში რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის ადვოკატებიც.

მირზა სუბელიანს გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ადვოკატებმა სამმართველოში შესვლამდე კომენტარი არ გააკეთეს. 

საქალაქო სასამართლო დაკავებული მერაბ მორჩაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

დღის ამბები