21 დეკემბერი 2024,   18:51
ვრცლად
სარალიძეს სისტემა დასცინის, სისტემა ამასხარავებს - მიშა მშვილდაძე

„სარალიძეს სისტემა დასცინის, სისტემა ამასხარავებს, სისტემა ეთამაშება, სისტემა არ უდგება სერიოზულად და სისტემა არ ასრულებს თავის ფუნქციას,“ - ეს განცხადება პროდიუსერმა მიშა მშვილდაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთა.

მშვილდაძის განცხადებით, სისტემის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. მისი თქმით, ზაზა სარალიძე სისტემას დაუპირისპირდა.

მიშა მშვილდაძის თქმით, მომავალში აღარ იყვნენ სისტემის მსხვერპლი ოჯახები.

„ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ ერთ კონკრეტულ ადამიანს გამოვუცხადოთ მხარდაჭერა და დავუბრუნოთ ადამიანების იმედი, რომ ჩვენც ვარსებობთ, ჩვენ გვესმის მისი, ჩვენ ვუდგავართ მას გვერდით და ჩვენ დავეხმარებით თავისი სიმართლის პოვნაში,“ - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

მიშა მშვილდაძემ იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც დღეს სოლიდარობის აქციაზე არ იმყოფებიან მოუწოდა, რომ გადაწყვიტონ ვის მხარეს არიან.

მან პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლის დროე "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა.

„ბოლოს, მინდა, მივმართო თვითონ ბიძინასაც. არ ვიცი, როგორ დამთავრდება კონკრეტულად ეს დღე, ეს ბრძოლა. ეს ბრძოლა გაგრძელდება და კიდევ ბევრი ბრძოლა იქნება, ბიძინა, შენ შეიძლება მოიგო ბრძოლა ერთი, მოიგო ბრძოლა ორჯერ, მოიგო სამჯერ, მაგრამ ომს შენ ვერ მოიგებ, იმიტომ, რომ არავის მოუგია ომი საკუთარ ხალხთან,“ - განაცხადა მშვილდაძემ.

პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია 16:00 საათზე დაიწყო.

დღის ამბები