21 დეკემბერი 2024,   18:39
ვრცლად
"სანამ აქ ვიდგებით მანამდე ძალაუფლება იქნება ხალხის ხელში"-რუსთაველის გამზირზე აქციას შალვა ნათელაშვილი შეუერთდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი მივიდა. შალვა ნათელაშვილის განცხადებით დღეს ტრიბუნაზე წყდება საქათველოს ბედი და სანამ ხალხი დგას გარეთ მანამდე ძალაუფლება ექნებათ რიგით მოქალაქეებს.

„ეს ჩვენი ახალგაზრდების დასაცავ ტრიბუნაა და აქ მოვიდა ხალხი დღევანდელობაზე და მომავალზე შეწუხებული. ჩვენ სანამ აქ ვიდგებით მანამდე ძალაუფლება იქნება ხალხის ხელში. როგორც კი აქედან წავალთ და ვიტყვით, რომ აქციები დამთავრებულია დაიწყება ივანიშვილობა, ბიძინობა, ბანკირობა, ჩვენი შვილების დახოცვა. ერთადერთი ხსნა ჩვენი ერთად დგომაა,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

 

დღის ამბები