21 დეკემბერი 2024,   18:51
ვრცლად
დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან ერთად რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას პანკისის მოსახლეობაც შეუერთდა

დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან ერთად რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა პანკისის მოსახლეობაც.

ისინი მოითხოვენ ხელისუფლებამ უდანაშაულოდ სცნოს თემირლან მაჩალიკაშვილი და დასაჯოს სპეცოპერაციაში მონაწილე პირები, მათ შორის, სუს-ის მაღალჩინოსნები, ვინც ამ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა.

პანკისიდან ჩამოსული მოსახლეობის თქმით, ისინი ხელისუფლებისგან ყურადღების მიქცევას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ.

პანკისელების თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით მის ადვოკატებს ხელ-ფეხი აქვთ შეკრული.

მათი თქმით, ისინი მხარდაჭერას უცხადებენ მალხაზ მაჩალიკაშვილს, რათა მან სიმართლე დაადგინოს.

პანკისელების განცხადებით, მშვიდობიანი აქციები გაგრძელდება და ისინი დანაშაულში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები