21 დეკემბერი 2024,   18:51
ვრცლად
გადადგნენ შს და იუსტიციის მინისტრები, პროკურატურის სისტემა ჩამოიშალოს - ზაზა სარალიძე

სამი ძირითადი მოთხოვნა, რომელიც ზაზა სარალიძეს აქვს ამ დრომდე უცვლელია, ესენია: გადადგეს თეა წულუკიანი, გადადგეს შს მინისტრი და პროკურატურაში სისტემა მთლიანად ჩამოიშალოს. ზაზა სარალიძე ამბობს, რომ  იუსტიციის მინისტრმა ირაკლი შოთაძე, რომელმაც მისი შვილის საქმე ფაქტიურად „შეკერა,“ ტაშით გააცილა უწყებიდან.

„პროკურორი უნდა დანიშნოს ხალხმა,“-აცხადებს ზაზა სარალიძე.

მისივე თქმით თავდაპირველად საქმის გამოძიება დაიწყო სწორედ გახარიას უწყებამ. ზაზა სარალიძე ამბობს, რომ გაყალბების სერია სწორედ მაშინ დაიწყო.

„ფარდული მაგათ დაანგრიეს. ზუსტი ზომები არ აიღეს, მერე გადაეცა პროკურატურას. ორი თვის წინ ვეხვეწებოდი გახარიას შემხვდითქო და ფეხებზე დამიკიდა და არ შემხვდა,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მან საკენკი უწოდა იმას, რომ შსს-მ საქმეზე ორი პირი დააკავა. ზაზა სარალიძე ამბობს, რომ ამ პირების შესახებ საქმის პროკურორებმა 15 აპრილიდან იცოდნენ მაგრამ არაფერი მოუმოქმედებიათ. ის ასევე ეხმაურება მირზა სუბელიანისთვის წაყენებულ ბრალს და ამბობს, რომ მას მხოლოდ ეს დანაშაული არ მიუძღვის.

მისთვის გაუგებარია, გამოძიება რატომ იბარებს დაკითხვაზე სკოლის მასწავლებლებს და დირექტორს, მაშინ როდესაც არ დაუკითხავთ საქმის პროკურორები.

კითხვაზე რა მოხდება მაშინ თუ ამ მოთხოვნებს ხელისუფლება რა დააკმაყოფილებს, ზაზა სარალიძე პასუხობს, რო  ის უკან არ დაიხევს.

დღის ამბები