09 ნოემბერი 2024,   18:16
ვრცლად
რუსთაველის გამზირი გადაკეტილია - აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ სამი კარავი გადაიტანეს

რუსთაველის გამზირი გადაკეტილია - აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ სამი კარავი გადაიტანეს.

კარვების გადატანის შემდეგ პარლამენტის წინ გზის სავალი ნაწილი გადაკეტილია. აქციის მონაწილეებმა კარვებში გადმოიტანეს საჭირო ნივთები.

კარვების გადატანის თხოვნით ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა აქციის მონაწილეებს მიამრთეს.

ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, პროტესტის გამოხატვას კარვებში გააგრძელებენ და არ აპირებენ რუსთაველის გამზირის დატოვებას.

მათი თქმით, წინა აქციებისგან განსხვავებით ამჯერად, ისინი 24 საათის განმავლობაში იქნებიან რუსთაველის გამზირზე და კარვებს არ დატოვებენ მანამ, სანამ მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს ხელისუფლება.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მათი შვილების მკვლელების დასჯას ითხოვენ. პარლამენტის წინ აქცია დღეს 16:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

დღის ამბები