„მე და ზაზამ გადავწყვიტეთ მარტო ვიბრძოლებთ“- ამის შესახებ განცხადება მალხაზ მაჩალიკაშვილმა აქციის მსვლელობისას გააკეთა. მანამდე კი ზაზა სარალიძემ მოუწოდა აქციაზე მყოფ მოქალაქეებს, რომ მიეხმარონ კარვების საავტომობილო გზაზე გადატანაში. მან თქვა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად აპირებს სისტემა დაამარცხოს.
„მე და ბატონმა მალხაზმა მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორც ჩანს სისტემამ გადაწყვიტა ჩვენი განადგურება. ამიტომ მინდა მოვუხმო რამდენიმე ჩემს მეგობარს, რომ დამეხმაროს კარვების გზაში გადატანაზე ჩვენ მარტო გავაგრძელებთ ბრძოლას. ძალიან გთხოვთ მეგობრებო კარვები გადამატანინეთ გზაზე. გადაწყვიტეს ჩვენი განადგურება?!- მაშინ ჩაგვხოცონ იქ,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ამ დროისთვის კარვები უკვე საავტომობილო გზაზეა განთავსებული.