მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს სამძიმარს უცხადებს. როგორც მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, მისთვის პატიმრობა არის მეორე ხარისხოვანი, რადგან ამ ტრაგედიით ბევრი ოჯახი დაზარალდა.
„ის გარემოება, რომ ცხოვრებაში არავინ არაფრისგან არ არის დაზღვეული, ეს გარემოება მეც გამოვიარე. მე ვიზიარებ მშობლების მწუხარებას. ამ ტრაგედიას. იმიტომ რომ ბევრი ოჯახი განადგურდა ამით. ჩემთვის გისოსები მეორეხარისხოვანია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით,“-განაცხადა მირზა სუბელიანმა.
მირზა სუბელიანს სასამართლომ ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.