05 მაისი 2024,   04:20
ვრცლად
ჩემი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო პირადად მინისტრმა - კუპრავა სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვს

საქალაქო სასამართლოში ზვიად კუპრავას კიდევ სამი დაკავებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს რა სახის აღკვეთის ღონისძიება შეეფარდებათ დღეს დილით, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე დაკავებულ პირებს. 

როგორც სასამართლო პროცესზე ზვიად კუპრავამ განაცხადა, ხელისუფლება მის ჩამოშორებას ცდილობს.

„ჩემი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო პირადად მინისტრმა. ჩემი დაკავება არის პოლიტიკური,ხელისუფლებას სურს მე ჩამოვშორდე ამ პროცესებს. ამას ემსახურება შავი პიარიც სამთავრობო არხებიდან“-განაცხადა კუპრვამ.

კუპრავა პროცესის გადადებას ითხოვს, რადგან მისი თქმით, მას მტკიცებულებები აქვს მოსაგროვებელი.

ზვიად კუპრავას მოთხოვნას, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი არ ეთანხმება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს. 

დღის ამბები