20 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - საგამოძიებო კომისია პირველ სხდომას 13 ივნისს გამართავს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე საგამოძიებო კომისიამ შს სამინისტროსა და სასამართლოსგან საქმის მასალები უკვე მიიღო.

კომისიის პირველ სხდომას 13 ივნისს გამართავს. როგორც კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ განაცხადა პირველ რიგში დაზარალებულებს გამოკითხავენ. ამის შემდეგ, კომისიის ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, ვისაც საქმესთან რაიმე შემხებლობა აქვს.

„პირველ რიგში გვექნება შეხვედრები დაზარალებულ მხარესთან, ამას ითხოვს არამარტო პროცედურა ყველამ ვიცით, რომ მათი ინიციატივით მოხდა კომისიის შექმნა. ამის შემდეგ კი გვექნება შეხვედრები და ახსნა განმარტებებს მოვისმენთ, როგორც პროკურატურის, ისე შს სამინისტროს თანამშრომლებისგან.

ჩვენ სავარაუდოდ, დავიბარებთ ყველა ადამიანს, ვისაც ამ საქმესთან ჰქონდა შემხებლობა და არც ერთი თანამდებობის პირი, ყოფილი თუ მოქმედი  არ იქნება დაზღვეული კომისიაზე მოსვლისგან. მინდა ყველა სკეპტიკოსს მოვუწოდო - კომისიის მუშაობას ადევნონ თვალყური, თვითონაც შეიტანონ წვლილი თუ შეუძლიათ ამ წვლილის შეტანა,“-განაცხადა კაპანაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ კომისიის შექმნით მმართველმა გუნდმა უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო. ანრი ოხანაშვილის თქმით, არსებობს მზაობა, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. ოხანაშვილის თქმით, შვილმოკლული ოჯახების "ნომერ პირველი გულშემატკივარი ხელისუფლებაა".

დღის ამბები