20 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
სამთავრობო ცვლილებები - "ქართული ოცნების" ოფისში საგანგებო კონსულტაციები დაიწყო

"ქართული ოცნების" ოფისში საგანგებო კონსულტაციები დაიწყო. შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. სხდომას პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრები ესწრებიან. მმართველი გუნდი მთავრობის შემადგენლობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს განიხილავს. 

უცნობია ზუსტად, დატოვებენ თუ არა თანამდებობებს ქვეყნის პრემიერი, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში ადასტურებენ, რომ ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში ნამდვილად იგეგმება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობას დატოვებს. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, თეა წულუკიანიც მთავრობის წევრებს შორის აღარ იქნება. 

ბოლო პერიოდში თბილისში გამართული საპროტესტო აქციების დროს მთავარი მოთხოვნა გიორგი კვირიკაშვილის, გიორგი გახარიას და თეა წულუკიანის გადადგომა იყო. 

საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრას "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძეც ესწრება.

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი, დავით სერგეენკო ერთადერთი მინისტრი იყო, რომელიც "ქართული ოცნების" ოფისში იმ შესასვლელიდან შევიდა, სადაც მედიის წარმომადგენლები იმყოფებიან. 

შეხვედრის დაწყების წინ მედიასთან კომენტარები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა გააკეთეს. 

„ბოლო დროის მოვლენებმა აჩვენა ის, რომ ხელისუფლებას შესწევს ძალა, მათ შორის ინტეგრირებული, კომპლექსური ნაბიჯები იმ ინტერესების მისამართით, რომელიც საზოგადოებას აქვს, მათ შორის ამ შემთხვევაში ვგულისხმობ სარალიძეების ოჯახს. ლოგიკური ნაბიჯები იდგმება სარალიძეების ოჯახის ინტერესების შესაბამისად,“- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები