20 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
საყურადღებო იქნებოდა პაციენტს სამედიცინო დახმარებაზე თქმოდა უარი, პირველადი მოკვლევით ეს არ დადასტურდა - სერგეენკო ინგოროყვას კლინიკაში მომხდარ ინციდენტზე 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ინგოროყვას კლინიკაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

საქმე ეხება ენმ-ს წევრის, ნინო კვიტაიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მას ტრავმატოლოგმა მურთაზ მამაგეიშვილმა იმის გამო, რომ ის ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენდა, მკურნალობაზე უარი უთხრა. 

მინისტრის თქმით, ტრავმატოლოგის, მურთაზ მამაგეიშვილის საქმის შესწავლის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს ინგოროყვას კლინიკის დირექტორმა უკვე მიმართა.

„კლინიკის ეთიკურმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ ამ ექიმის გარკვეული ქმედებები არ იყო შესაბამისობაში ამ კლინიკის პოლიტიკასთან ამიტომ გენერალურმა გენერალურმა დირექტორმა მიიღო მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება და პარალელურად, მომართა ჯანდაცვის სამინისტროს წერილით, რომ შეისწავლოს ეს შემთხვევა,“ - განაცხადა მინისტრმა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პირველადი მოკვლევით არ დადასტურდა, რომ პაციენტს სამედიცინო დახმარება არ გაეწია.

„ჩვენთვის ყველაზე საყურადღებო იქნებოდა, რომ პაციენტს სამედიცინო დახმარებაზე თქმოდა უარი, პირველადი მოკვლევით ეს არ დადასტურდა, რომ სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა ამ ადამიანს,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ინგოროყვას კლინიკის ტრავმატოლოგის, მურთაზ მამაგეიშვილის საქმეს ექიმთა რეგულირების საბჭო სწავლობს. მურთაზ მამაგეიშვილი სამსახურიდან უკვე დაითხოვეს.

ტრავმატოლოგის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება კლინიკის დირექტორმა მას შემდეგ მიიღო, რაც „ენმ-ის“ წევრმა, ნინო კვიტაიშვილმა მურთაზ მამაგეიშვილი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.

ამავე თემაზე
დღის ამბები