17 აპრილი 2024,   03:38
ვრცლად
უნამუსობაა, ვიღაცამ აგინა ივანიშვილს და ოცნების წევრს და "ნაციონალურ მოძრაობას" აბრალებ - აზერ სულეიმანოვი დაკითხვაზე მივიდა

„უსინდისობა, უნამუსობაა, ვიღაცამ აგინა ივანიშვილს და ოცნების წევრს და "ნაციონალურ მოძრაობას" აბრალებ,“- ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აზერ სულეიმანოვმა გააკეთა, რომელიც რუსთავში პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა.

როგორც უკვე ცნობილია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის წინააღმდეგ მთავარმა პროკურატურამ ელჩინ ალახვერდიევის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

საქმე ეხება მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებულ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობის საქმეზე დაწყებულ გამოძიებას.

აზერ სულეიმანოვის თქმით, ალახვერდიევი იყო „ქართული ოცნების“ წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ იბრძოდა.

„ჩვენთან იყო ოფისში და ვუთხარი, რატომ ლაპარაკობ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით,“- განაცხადა დეპუტატმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები