09 ოქტომბერი 2024,   12:24
ვრცლად
უკრაინის არმიამ ფრონტის ხაზიდან მძიმე ტექნიკის გაყვანა დაიწყო

უკრაინის არმიამ ფრონტის ხაზიდან მძიმე ტექნიკის გაყვანა დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროცესს მონიტორინგს ეუთის მისია გაუწევს. თუმცა სეპარატისტების მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, სამინისტრო გეგმის კორექტორებას არ გამორიცხავს.

მძიმე ტექნიკის გაყვანის დაწყების შესახებ განცხადება სეპარატისტებმაც გააკეთეს, თუმცა მას ჯერ ეუთოს მისია არ ადასტურებს.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ხელი 12 თებერვალს მინსკში მოაწერეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები