20 ნოემბერი 2024,   05:10
ვრცლად
"მთელი განცხადება აგებულია სიცრუეზე და ყველაფრის უკუღმა წარმოდგენაზე" - მიხეილ სააკაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას პასუხობს 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 10 არასამთავრობო ორაგანიზაციის განცხადებას ეხმაურება. 

არასამთავრობოთა კოალიცია "არა ფობიას" მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს, დისკრიმინაციულს უწოდებს. 

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს და წერს: 

"აი ეს არასამთავრობო,  არა მხოლოდ რუსეთს და კადიროვის ჩეჩნეთს "იცავს" ჩემგან, არამედ ამ "დაცვაში" ნათლად გამოსჭვივის ქართველი ერის, როგორც მრავალეთნიკური ერთობის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა.

"მთელი განცხადება აგებულია სიცრუეზე და ყველაფრის უკუღმა წარმოდგენაზე. ტექსტის შემადგენლებისგან შეგნებულადაა ამოღებული კადიროვი და ამით ცდილობენ ჩემს მიერ ნათქვამი აზრის დამახინჯებას.

"ხაზგასმით ვიმეორებ - კადიროვის ჩეჩნეთი არის ისეთივე საშიში, როგორც პუტინის კაცთმოძულე მმართველობა.

"ის, რომ რუსეთიდან ჩამოყვანილი აფერისტი შალელაშვილი საქართველოს პარლამენტში არ უნდა იჯდეს და ჩვენ ქვეყანას არ უნდა ძარცვავდეს,და,რომ ის თავისი ეთნიკური წარმომავლობის ხაზგასმით, ვერ მოიპოვებს უფლებას, დაკავდეს საეჭვო საქმიანობით, სრულიად ნათელია ყველასთვის,ვისაც ობიექტურობის ნატამალი გააჩნია.
განცხადება დაწერილია არაკეთილსინდისიერად და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან,"-წერს მიხეილ სააკაშვილი.

დღის ამბები