17 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
10 არასამთავრობო ორგანიზაცია მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს, დისკრიმინაციულს უწოდებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს 10 არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმაურება. სამოქალაქო სექტორი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს დისკრიმინაციულს უწოდებს.

საუბარია, სააკაშვილის მიერ სხვადასხვა თემაზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოზიციებსა და ტელეეთერებში გაკეთებულ განცხადებებზე.

სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში, წერია, რომ სამოქალაქო სექტორისთვის მიუღებელია პოლიტიკოსების მხრიდან ისეთი გამონათქვამების გამოყენება, რომელმაც შესაძლოა წაახალისოს რასიზმი, ქსენოფობია თუ დისკრიმინაციის ან სიძულვილის სხვა ფორმები, რადგან მათ მიერ გაკეთებული განცხადებები საზოგადოებრივ აზრზე მოქმედებს.

სამოქალაქო საზოგადოება მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილსა და სხვა პოლიტიკოსებს თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან.

დღის ამბები