09 ოქტომბერი 2024,   12:28
ვრცლად
მაკკეინი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ითხოვს

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ითხოვს.

ამის შესახებ მან შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურისა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელებთან კონგრესში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არ გამოიწვევს ვლადიმერ პუტინის კიდევ უფრო მეტად პროვოცირებას.

„უკრაინისთვის იარაღის მიწოდების იდეა არ გამოიწვევას ვლადიმერ პუტინის პროვოცირებას, რადგან მან უკვე გააკეთა ყველაფერი, რაც უნდოდა. სხვას კიდევ რას მოიმოქმედებდა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ უკრაინელებს თავის დაცვის შესაძლებლობას მივცემდით? უკრაინელები რუსეთის თანამედროვე შეიარაღებას ეწირებიან მსხვერპლად,” - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

იარაღის მიწოდებას მხარს უჭერს დაზვერვის ხელმძღვანელი ჯეიმს კლეპერიც, რომელმაც განაცხადა, რომ შესაძლოა სეპარატისტების მომდევნო სამიზნეს უკვე მარიუპოლი წარმოადგენდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები