09 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
კიევში მიმდინარე აქციის დაშლისას ოთხი დემონსტრანტი დაშავდა

კიევში ნაციონალური ბანკის წინ სამართალდამცველების მიერ დემონსტრანტთა კარვების დაშლის დროს 4 ადამიანი დაშავდა.  

აქციის მონაწილეები ნაციონალურ ბანკთან რამდენიმე დღის განმავლობაში მისი ხელმძღვანელის გადადგომის მოთხოვნით მართავდნენ აქციებს. აქციები ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უკავშირდება.

ფინანსური კრიზისის პარალელურად, რუსული "გაზპრომი" უკრაინას წინასწარი გადახდისთვის ერთკვირიან ვადას აძლევს. ამასთან, რუსული კომპანია მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, დონბასს უკრაინისგან დამოუკიდებლად მიაწოდოს გაზი.

შედარებით სიმშვიდეა ფრონტის ხაზზე, საიდანაც უკრაინის არმიამ სამხედროების გაყვანა დაიწყო. უკვე მეორე დღეა მძიმე შეიარაღება გაქვთ სეპარატისტებსაც.

უკრაინის საზღვართან კი რუსეთი სამხედრო-საჰაერო წვრთნას ისევ განაგრძობს.

დღის ამბები