09 ოქტომბერი 2024,   12:30
ვრცლად
საპროტესტო აქცია და პოლიციასთან შეტაკება საბერძნეთში

საბერძნეთის სათავეში მემარცხენე პარტიის - სირიზას მოსვლის შემდეგ პირველი საპროტესტო აქცია გაიმართა, რასაც პოლიციასთან შეტაკებები მოჰყვა.

ათენის ცენტრში დემონსტრანტებმა ავტომობილები გადაწვეს და მაღაზიის ვიტრინები ჩაამსხვრიეს. ისინი პრემიერ ალექსის ციპრასის პოლიტიკას აპროტესტებდნენ, რომელიც გასულ კვირას ევროპელ პარტნიორებს საბერძნეთისთვის დახმარების პროგრამის გაგრძელებაზე შეუთანხმდა.

დღეს კი ანტისამთავრობო აქციის გამართვას ათენში საბერძნეთის კომუნისტური პარტია გეგმავს.

დღის ამბები