21 დეკემბერი 2024,   18:57
ვრცლად
დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა რეგიონიდან რუსეთის ჯარის გაყვანის წინააღმდეგია

დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა რეგიონიდან რუსეთის ჯარის გაყვანის წინააღმდეგია - ეს  განცხადება დეფაქტო მთავრობის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. ამგვარად დეფაქტო მინისტრი ოფიციალური კიშინიოვის ინიციატივას გამოეხმაურა.

მოლდოვის ხელისუფლებამ გაეროში ”დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარის გაყვანის შესახებ” რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირა.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დეფაქტო მინისტრი ირწმუნება, რომ დნესტრისპირეთში რუსული ჯარი განლაგებული არ არის. მისი თქმით, რეგიონში მხოლოდ რუსული სამშვიდობო კონტინგენტია დისლოცირებული და ამ მისიის გაყვანა მშვიდობასა და უსაფრთხოებას შეუქმნის საფრთხეს.

დოკუმენტის განხილვა 22 ივნისს იგეგმება.

დღის ამბები