21 დეკემბერი 2024,   18:49
ვრცლად
საკრებულოს წევრს, თამარ ტალიაშვილს და მის მეუღლეს რუსულ ბანკებში ანაბარზე, ჯამში, 372,933 აშშ დოლარი აქვთ განთავსებული

გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი თბილისის საკრებულოს დეპუტატის, თამარ ტალიაშვილის მიერ რუსულ ბანკებში გახსნილი ანგარიშების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. "აიფაქტის" მონაცემებით, თამარ ტალიაშვილსა და მის მეუღლეს რუსულ ბანკებში ანაბარზე, ჯამში, 372,933 აშშ დოლარი აქვთ განთავსებული.

2013-2014 წლებში ტალიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი იყო, 2015 წლიდან დღემდე საკრებულოს უმრავლესობის წევრია.

თამარ ტალიაშვილმა დეკლარაცია პირველად 2013 წელს შეავსო და მასში აღნიშნული ანაბრები მითითებულია. ეს ანგარიშები, 2018 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაშიც მოხვდა.

საკრებულოს დეპუტატმა „კურიერთან“ აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურში მოსვლამდე სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიაში მუშაობდა.

„თქვენ ახლა საუბრობთ იმაზე, რაც არის ნაწილობრივი ინფორმაცია. თქვენ არ საუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ მე გახლდით ამერიკული იურიდიული კომპანიის წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპაში და თქვენ ამაზე უნდა ისაუბროთ მაქედან გამომდინარე,“ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

დღის ამბები