21 დეკემბერი 2024,   18:55
ვრცლად
ქართველი მწერლის ზღაპრები ახალგაზრდა ილუსტრატორმა მაშო მარგიშვილმა გააფორმა

ქართველი მწერლის ზღაპრები ახალგაზრდა ილუსტრატორმა მაშო მარგიშვილმა გააფორმა. წიგნი დასაბეჭდად უკვე გაიგზავნა.

ზღაპრების კრებული საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი კლასებში დამატებით ლიტერატურად შევა.

წიგნს გასართობის გარდა კიდევ ერთი დატვირთვა აქვს, ბავშვებს საავტორო უფლებების მნიშვნელობაზე ესაუბროს.

ახალგაზრდა ქართველი ილუსტრატორი საბავშვო წიგნის ყდაზე მუშაობს, თუმცა მანამდე ზღაპრის პერსონაჟები შექმნა. წიგნის ფურცლების გარდა მთავარი გმირების ყდაზეც დასვა.

პატარებისთვის გასაგებ ენაზე, მათთვის საავტორო უფლებების მნიშვნელობაზე საუბარი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ხორციელდება.

პროექტის პირველი ეტაპის თანახმად წიგნი, როგორც დამატებითი ლიტერატურა სკოლებში და სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გავრცელდება.

დღის ამბები