21 დეკემბერი 2024,   18:41
ვრცლად
დატბორილი გზა გომბორის უღელტეხილზე - უხვი ნალექის გამო, ადგილზე მიმოსვლა დროებით შეზღუდულია

უხვი ნალექის გამო, მიმოსვლა გომბორის უღელტეხილზე დროებით შეფერხებულია. გზაზე დიდი რაოდენობით წყალი მოედინება, რაც ავტომობილების გადაადგილებას შეუძლებელს ხდის. ამ ეტაპზე სიტუაციას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. როგორც სამართალდამცავები აცხადებენ, ტერიტორიაზე მიმოსვლა ამინდის გაუმჯობესებისთანავე აღდგება. 

ვიდეოს სოციალური ქსელის მომხმარებელი ავრცელებს.

დღის ამბები