03 ოქტომბერი 2024,   08:32
ვრცლად
საბერძნეთში საზღვაო კატასტროფაში გადარჩენილებს შორის ერთი ქართველია

საბერძნეთში გასულ კვირას საზღვაო ავარიაში მოყოლილ სატვირთო გემზე ერთი ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა.

მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ის დანარჩენ თურქ მეზღვაურებთან ერთად თურქეთის ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს.

შემთხვევა კუნძულ ლევიტასთან მოხდა.

სენტ ვინსენტის და გრენადინის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელიც ჰერაკლიონიდან ნავსადგურ ალიაგასკენ მიემართებოდა, შტორმში მოყვა, ძლიერი ღელვის შედეგად კლდეს შეეჯახა და ჩაძირვა დაიწყო.

გემზე ერთი ქართველი და ეკიპაჟის 5 თურქი წევრი იმყოფებოდა.
სამაშველო ოპერაცია საბერძნეთის სანაპირო დაცვის მიერ ჩატარდა, რომლებმაც ექვსივე მეზღვაური ვერტმფრენის მეშვეობით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები