09 ოქტომბერი 2024,   12:30
ვრცლად
კიევში აქციის დაშლის გამო პოლიციის უფროსს პოსტი დაატოვებინეს

კიევში მიტინგის დაშლას პოლიციის მაღალჩინოსნების გადადგომა მოჰყვა.

ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის გამო მოსახლეობა "ეროვნული ბანკის" შენობის წინ შეიკრიბა და კარვები გაშალა. თუმცა სამართალდამცველებმა მათი აღება სცადეს.

მომიტინგეების განცხადებით, პოლიციელებმა მათ წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენეს, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს.

თავად მინისტრმა წერილობითი განცხადება გაავრცელა და სამართალდამცველთა არაპროფესიონალური საქციელის გამო ბოდიში მოსახლეობას მოუხადა.

არსენი ავაკოვი დემონსტრანტებს გამოძიების ჩატარებას დაჰპირდა და განაცხადა, რომ თუ პოლიციელები დანაშაულში იქნებიან მხილებული, ყველა მათგანი დაისჯება.

ქალაქის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს წუხანდელი მოვლენების გამო პოსტი უკვე დაატოვებინეს.

დღის ამბები