„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბესო ქათამაძის ცემის გამოძიებისთვის ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ხვალ ამოიწურება.
უკვე მეოთხე დღეა, ოპოზიცის წევრები საკრებულოს შენობაში პროტესტის ნიშნად შიმშილობენ.
მათი მთავარი მოთხოვნა ინციდენტში მონაწილე პირების დასჯა და მათთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტაა.
„მხოლოდ იმიტომ, რომ კოლეგამ მმართველი პარტია გააკრიტიკა, მას თავი გაუტეხეს, სცემეს. ასეთი ადამიანები საკრებულოში საპასუხისმგებლო თანამდებობებს არ უნდა იკავებდნენ და ეს ადამიანები არ უნდა ებღაუჭებოდნენ ამ თანამდებობებს,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ბარამიძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ბესო ქათამაძეს „ქართული ოცნების“ წევრებმა სცემეს.