21 დეკემბერი 2024,   18:54
ვრცლად
რადიკალური ბრძოლა ნარკოტიკთან - მღვდელმთავრები არ გამორიცხავენ, რომ ზედოზირებით გარდაცვლილებს წესი არ აუგონ

წმინდა სინოდის ხუთპუნქტიანი განჩინების ყველაზე დიდი ნაწილი კანაფს ეხება. საპატრიარქო კანაფის და ნარკოტიკული საშუალებების წინააღმდეგ ბრძოლას რადიკალური ზომებით აპირებს.

მღვდელმთავრები არ გამორიცხავენ, რომ ჭირისუფლებს ზედოზირებით გარდაცვლილების დაკრძალვა საღვთო ლიტურგიის გარეშე მოუწიოთ.

სინოდის განჩინებაში ფურცელნახევარზე წერია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მარიხუანას დოზირების განსაზღვრასთან დაკავშირებით საფრთხის შემცველია.

საია-ს ხელმძღვანელს, სულხან სალაძეს იმედი აქვს, რომ მკაცრი და კრიტიკული გზავნილები საკონსტიტუციო სასამართლოზე არ იმოქმედებს და ყველა გადაწყვეტილება არსებული რეალობიდან იქნება გამომდინარე.

სასულიერო პირებისთვის ნებისმიერი სახის ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია მიუღებელია. სასულიერო პირებს სურთ, რომ ქვეყანაში უფრო მეტი შესაძლებლობა იყოს რეაბილიტაციისთვის და განათლების პროგრამას დაემატოს საკითხი, საიდანაც მოზარდები ნარკოტიკის მავნებლობის შესახებ გაიგებენ. განჩინებაში მოყვანილი ეს საკითხები თანხვედრაში მოდის დეპუტატების პოზიციასთან.

განჩინებაში არაფერია ნათქვამი, ქვეყანაში ბოლო თვეებში საშიში ნარკოტიკით გარდაცვალების გახშირებულ ფაქტებზე, ძალოვანი უწყების მუშაობის ხარისხზე. ასევე, არაფერია ნათქვამი დაუსრულებელ გამოძიებაზე, რომელმაც ამ დრომდე ვერ დაადგინა, ვინ ან რა ნარკოტიკულმა საშუალებამ იმსხვერპლა ათზე მეტი ახალგაზრდის სიცოცხლე.

დღის ამბები