09 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
ამერიკის კონგრესი უკრაინის თავდაცვითი შეიარაღებით დახმარებისთვის კანონპროექტზე მსჯელობას იწყებს

კანონპროექტი, რომელიც კონგრესში განსახილველად შევიდა, უკრაინისთვის მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს.

დოკუმენტი ქვედა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ მოამზადა და მას ხელს 28 კონგრესმენი აწერს.

კანონპროეტის თანახმად, პენტაგონის ხელმძღვანელს უფლება ენიჭება, სხვადასხვა სახის სამხედრო დახმარების გაწევის გარდა, უკრაინულ მხარეს თავდაცვითი იარაღიც მიაწოდოს.

განხილვები კონგრესში მომავალი კვირიდან დაიწყება.

უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების საკითხზე პეტრო პოროშენკოს მრჩევლის სტატუსით ამერიკელ კონგრესმენებთან და სენატორებთან მოლაპარაკებებს მართავს მიხეილ სააკაშვილი. ის უკვე 30-ზე მეტ კონგრესმენს და სენატორს შეხვდა. რადიო "თავისუფლების" ინფორმაციით, ამ შეხვედრებმა, შესაძლოა, შეერთებული შტატების გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.

უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების საკითხს ღიად სტოვებს დიდი ბრიტანეთი. დონბასში საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში ოფიციალური ლონდონი პოზიციის გადახედვას არ გამორიცხავს.

მეორე დღეა, უკრაინის მძიმე ტექნიკა ფრონტის ხაზს ტოვებს. დროებითი ზავის მიუხედავად, სამხედრო საფრთხიდან გამომდინარე უკრაინის პრეზიდენტი გეგმის კორექტირებას არ გამორიცხავს.

დღის ამბები