09 ოქტომბერი 2024,   12:29
ვრცლად
"მე შოკში ვარ, ის რუსეთის ნამდვილი მამულიშვილი იყო," - მიხეილ საკაშვილი ნემცოვის მკვლელობაზე

"მე შოკში ვარ, ის რუსეთის ნამდვილი მამულიშვილი იყო," - ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა  პრეზიდენტმა და უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხეილ სააკაშვილმა CNN-ის პირდაპირ ეთერში ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით გააკეთა.  

მანამდე ის ამ მკვლელობას "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზეც გამოეხმაურა.  

სააკაშვილი ამბობს, რომ ნემცოვი რამდენიმე დღის წინ კიევში, სასტუმრო "ფერმონტში" ნახა, სადაც ნემცოვი მას არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე ესაუბრა. 

"მითხრა იმ მარშის შესახებ, რომლის ჩატარებასაც მოსკოვში გეგმავდა თავის თანამოაზრეებთან ერთად. ვკითხე, ეშინოდა თუ არა თავისი უსაფრთხოების რუსეთში, განსაკუთრებით ახლა. მიპასუხა, რომ პუტინი თავისი გაგებით ცხოვრობს და არ ჰგონია, რომ დიდი ხნით ჩასვან ციხეში. მე შევაწყვეტინე და ვუთხარი, რომ უფრო მეტად მოწამვლის უნდა ეშინოდეს წითელღვინიანი ბოკლით, რომელიც ხელში ეჭირა და არა დაჭერის, მაგრამ როდესაც მის გამომეტყველებას შევხედე, მივხვდი, რომ უადგილოდ ვიხუმრე. შემდეგ კიდევ დიდხანს ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ დაასრულებს პუტინი და ორივე შევთანხმდით, რომ მის ქცევაში მილოშევიჩის უამრავი პარალელია, რომელიც ომმა გახადა პოპულარული და მანვე დაღუპა," - წერს სააკაშვილი.

მან ამ შეხვედრის შესახებ  CNN-თანაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ბორის ნემცოვი ძალიან მამაცი და მასშტაბური ადამიანი იყო".

"მასთან შესაძლებელი იყო კამათი და ისიც, რომ არ დათანხმებულიყავი, მაგრამ გულგრილი ვერ დარჩებოდი. ვიცნობდი მას 1990-იანი წლებიდან, ხშირად ვურთიერთობდით, განსაკუთრებით ბოლო წლებში. გარდაიცვალა სხვა ხალხის მეგობარი და ამავდროულად რუსეთის ნამდვილი პატრიოტი, უბრალოდ საინტერესო ადამიანი იმ ქვეყანაში, რომელსაც მართავენ ბოროტები. მე ძალიან ვწუხვარ ამის გამო," - განაცხადა სააკაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები