09 ოქტომბერი 2024,   12:30
ვრცლად
"შოკირებული ვარ ბორის ნემცოვის მკვლელობის გამო," - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

"შოკირებული ვარ მოსკოვის ცენტრში რუსეთის ყოფილი ვიცე პრემიერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის გამო," - ამბობს აშშ-ის სახლემწიფო მდივანი, კონ კერი, ბორის ნემცოვის მკვლელობასთამ დაკავშირებით. 

განცხადებას აშშ-ის სახელწმიფო დეპარატამენტი ავრცელებს

განცხადებაში ჯონ კერი ამბობს, რომ "ბორის ნემცოვმა თავისი ცხოვრება მიუძღვნა უფრო დემოკრატიული, აყვავებული და ღია რუსეთის მშენებლობას. ის რუსეთს და მთელ მსოფლიოს დააკლდება."

სახელმწიფო მდივნის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ხელისუფლებას სწრაფი მოქმედებისაკენ მოუწოდებს, რათა დროულად ჩატარდეს გამოძიება და პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულებას გადაეცეს.

"შემაძრწუნა და დამამწუხრა მოსკოვის ცენტრში, რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერის ბორის ნემცოვის სასტიკი მკვლელობის ამბავმა. ბორის ნემცოვმა თავისი ცხოვრება უფრო დემოკრატიულ, წარმატებულ და ღია რუსეთს მიუძღვნა. აგრეთვე, რუსეთსა და მის მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო კავშირს. ის თავის ქვეყანას ემსახურა როგორც მთავრობის წევრი, პარლამენტარი, ნიჟნი ნოვგოროდის გუბერნატორი, პოლიტიკური ლიდერი და აქტივისტი. ის ყველა პოსტზე ცდილობდა რუსეთის რეფორმირებას და გახსნას; რუსი ხალხის გაძლიერებას, რომ მათ მეტი ძალაუფლება ჰქონოდათ ქვეყნის ცხოვრებაში. ის ძალიან დააკლდება რუსეთს და მთელ მსოფლიოს. ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ხელისუფლებას სწრაფი მოქმედებისაკენ მოუწოდებს, რათა დროულად ჩატარდეს გამოძიება და პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულებას გადაეცეს. ჩვენი ფიქრებით რუს ხალხთან, ბატონი ნემცოვის ოჯახთან და მეგობრებთან ვართ," - აცხადებს კერი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები