09 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
ვინ იყო ბორის ნემცოვი?

კარიერა ბორის ნემცოვმა 1991 წელს ნიჟეგოროდის ოლქის გუბერნატორობით დაიწყო. მოგვიანებით, ბორის ელცინის პრეზიდენტობის დროს, პრემიერ–მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. მანამდე კი ენერგეტიკის მინისტრის პოსტსაც იკავებდა.

ის რამდენჯერმე აირჩიეს დეპუტატად და 2003 წლამდე რუსეთის პარლამენტში მუშაობდა.

პარლამენტის დატოვების შემდეგ კი ბიზნესის სფეროში გადაინაცვლა და უკრაინის პრეზიდენტის უშტატო მრჩეველის იყო.

ნემცოვმა რამდენიმე ოპოზიციური მოძრაობა ჩამოაყალიბა.  ის იყო ოპოზიციური რუსეთის რესპუბლიკური პარტიის თანათავმჯდომარე; ასევე ლიბერალური მოძრაობა "სოლიდარნოსტის" აქტიური წევრი.

ნემცოვი ხმამაღლა აკრიტიკებდა ვლადიმერ პუტინს. რუსეთის პრეზიდენტს ის უკრაინის კრიზისის, ქვეყანაში გაუარესებული ეკონომიური მდგომარეობისა და სოჭის ოლიმპიადის მზადებისას გამოვლენილი კორუფციის გამო სდებდა ბრალს.

თანამებრძოლებთან ერთად, ნემცოვი აქტიურად მონაწილეობდა 2011 წლის არჩევნების შემდეგ ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლებში. ამისთვის ის დააკავეს კიდეც.

55 წლის ბორის ნემცოვს 4 შვილი ჰყავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები